ქვეყნის მაშტაბით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე ოფისი დაარბიეს. ინფორმაციას ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები თავად ავრცელებენ. საგანგებო ბრიფინგი რამდენიმე წუთის წინ პარტიის წარმომადგენლებმა გამართეს.
როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, დარბეულია ქუთაისის, გორის, ბათუმის და ოზურგეთის ოფისები.
ნუგზარ წიკალური ამბობს, რომ აჭედილია გორის ოფისის კარები. ქუთაისში კი დარბევის პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, საპარლამენტო ქალაქში მათ ოფისთან 100-მდე ადამიანია მობილიზებული, მათ შორის არიან ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები.
ოპოზიცია დროულ რეაგირებას და მომხდარის გამოძიებას ითხოვს. დეპუტატ წიკლაურის განცხადებით მათ ოფისებთან მობილიზებულია საპარტულო პოლიცია თუმცა არცერთი პირი არ არის დაკავებული.
კურიერი დამატებით დეტალებს არკვევს და უახლოეს წუთებში შემოგთავაზებთ.