20 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
ადვოკატები საქმეში რუსთავი 2-ის ფინანსურ მდგომარეობაზე დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნას ითხოვენ

რუსთავი 2-ის ადვოკატები საქმეში ტელეკომპანიის ფინანსური მდგომარეობაზე დამოუკიდებელმა ექსპერტები დასკვნის ჩადებას ითხოვენ. ეს შუამდგომლობა ადვოკატებმა სასამართლოზე უკვე დააყენეს, თუმცა საქმის მოსამართლე ურთმელიძეს ჯერ გადაწვეტილება არ მიუღია.

როგორც რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, დღეს მოსამართლის მხრიდან მოულოდნელი განცხადებები ისმის და ამიტომ არ არის გამორიცხული თამაზ ურთმელიძემ გადაწყვეტილება დღესვე გამოიტანოს.

„თუმცა ეს იქნება უპრეცედენტო გადაწყვეტილება ქართული სასამართლოს ისტორიაში,“ - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

საქალაქო სასამართლოში პროცესი უკვე 6 საათია მიმდინარეობს. ამ წუთებში სასამართლოზე 10 წუთიანი შესვენებაა გამოცახდებული. 

დღის ამბები