С ჰეპატიტის მკურნალობის დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს 3 წლიანი მუშაობის მთავარი მონაპოვარი აღმოჩნდა.
ანგარიში, რომელიც 30 გვერდიანია და 3 წლიან მუშაობას მოიცავს სწორედ ელიმინაციის პროგრამით იწყება.
საყოველთაო დაზღვევა, სასწრაფოს სამედიცინო დახმარების რეფორმა და ამბულატორიული სექტორის განვითარება ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშში მოხვდა.
ჯანდაცვის მინისტრის 3 წლიან მუშაობას უარყოფითად აფასებენ ოპოზიციაში.
ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ სწორედ სერგეენკოს გადაწყვეტილებით, ათასობით უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეს სოციალური შემწეობა ქულების გადამოწმების მიზეზით შეუწყვიტეს.
ჯანდაცვის მინისტრის ანგარიში 2012 წლიდან პერიოდს მოიცავს.
ავტორები: გიგლა თუმანიშვილი, მამუკა ჯინჭარაძე, ინკი ჯორბენაძე