20 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო სექტორი გაერთიანდა

საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილებს შორის არაერთი პოლიტიკოსი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი იყო.

აქციაზე იყვნენ პოლიტიკოსები, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციიდან. პოლიტიკოსები სასამართლოს მიმდინარეობას თავად გაეცნენ. ისინი პროცესის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის პერიოდშიც კი აცხადებდნენ, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს და ეს არ არის მხოლოდ ბრძოლა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ.

პოლიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ამ პროცესებით ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ზიანდება. პოლიტიკოსებს ასევე მიაჩნიათ, რომ ქიბარ ხალვაში, ისევე როგორც მოსამართლე ურთმელიძე ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებენ. 

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები კი ფიქრობენ, რომ სასამართლო პოლიტიზირებულია. დღეს მესამე სექტორის ნაწილმა მოსამართლეს აცილების დაკმაყოფილებისკენაც მოუწოდეს, თუმცა უშედეგოდ.  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რუსთავი 2-ს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. 

 

ავტორი: ეკო მაღრაძე, სალომე ბოკუჩავა 

დღის ამბები