მთავარი პროკურორის ახალ კანდიდატს საპროკურორო საბჭო ერთ თვეში დაამტკიცებს - მას შემდეგ, რაც საბჭოს წევრებს კონკრეტულ გვარებს იუსტიციის მინისტრი შესთავაზებს. კონსულტაციები თეა წულუკიანს უკვე დაწყებული აქვს, თუმცა მთავარი პროკურორის სავარაუდო კანდიდატების ვინაობა ჯერ არ ხმაურდება.
გიორგი ბადაშვილის შემცვლელი, 6 წლის ვადით, ახალი საკანონმდებლო რეგულაციის მიხედვით უნდა დამტკიცდეს.
მთავრი პროკურორის დამტკიცების პროცედურა დღეიდან - საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტებით დაიწყო. მომდევნო ორი დღის განმავლობაში მოქმედმა პროკურორებმა და გამომძიებლებმა საბჭოს 15 კაციანი შემადგენლობიდან 8 პროკურორი წევრი უნდა აირჩიონ. ფარული კენჭისყრა ხვალიდან დაიწყება.
გაუმჭვირვალობისა და პოლიტიზირების მოტივით არ უჭერს ახალ რეგულაციებს მხარს არასამთავრობო სექტორის ნაწილი.
საბჭოს წევრებს შორის ორი ადგილი სწორედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა უნდა შეავსონ.
პროტესტის ნიშნად, ოპოზიცია მისი კვოტის გამოყენებას არ აპირებს. უმრავლესობის კანდიდატის წარსადგენად კი ქართულ ოცნებას ვადა თვის ბოლომდე აქვს.
ავტორები: ქეთი ნადიბაიძე, თამაზ თხილიშვილი, მარიამ შანშიაშვილი, ვახო ბუნტური