20 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
"ის რაც მოსამართლემ გააკეთა, გასულია სამართლებრივი სივრციდან" - რუსთავი 2-ის ადვოკატი

რუსთავი 2-ის საქმის განხილვა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით 22 ოქტომბერს განახლდება. პროცესი ხუთშაბათს დილის 10 საათზე სავარაუდოდ, ერთადერთი მოწმის დაკითხვით განახლდება.

საუბარია მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტზე, რომელმაც იმ პერიოდში ქიბარ ხალვაშის მიერ ნაყიდი აქციების საბაზრო ღირებულება დაადგინა. რუსთავი 2-ის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ 22 ოქტომბერს მოსამართლემ უკვე გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული დავის მოსაგებად მათ საკმარისი არგუმენტები გააჩნიათ. რუსთავი 2-ის ადვოკატების განცხადებით კი, ის რაც მოსამართლემ გააკეთა არ ჯდება არანაირ ჩარჩოებში და გასულია სამართლებრივი სივრციდან.

რუსთავი 2-ის და მისი ამჟამინდელი მესაკუთრეების საქმე სამართლებრივად არის აბსოლუტურად გამართული და მყარი. ჩვენ ამ სიმართლეს დავადასტურებთ. ის, რაც მოსამართლემ გააკეთა არ ჯდება არანაირ ჩარჩოებში. ეს იყო ფორმალობა, რომელშიც ჩვენ იძულებული ვართ მონაწილეობა მივიღოთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ის ადმიანები ვინც დღეს დანაშაულს ჩადიან, პასუხს აგებენ ამისთვის, ხოლო რუსთავი 2 შეინარჩუნებს თავისუფლებას," - განაცხადა ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა. 

გუშინდელი სასამართლო პროცესი კი 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. რუსთავი 2-ის ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაკმაყოფილდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები