20 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ე.წ. კასრების საქმეზე საუბარი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იქნება

რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეო კადრებთან დაკავშირებით იქნება საუბარი დღეს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში.

ეკა ბესელია კადრების გავრცელებას დაუშვებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ აუცილებელია შესაბამისი გამოძიების ჩატარება რათა დამნაშავეები დაისაჯონ.

ნაციონალურ მოძრაობაში კი დარწმუნებულები არიან, რომ რეალური გამოძიება არ მოხდება, რადგან მსგავსი კადრებით ხელისუფლება სპეკულირებს.

„ამ ყველაფრის საჯარო ჩვენებების წახალისება სამარცხვინო და სასაცილოა გაკოტრებული პოლიტიკური ძალის მხრიდან. ბესელიას და მის თანაგუნდელებს შეეძლოთ ეს ყველაფერი გამოეძიათ სამი წლის მანძილზე, მაგრამ ამის ნაცვლად ისინი მუდმივად სპეკულირებენ და პოლიტიკური ქულების დაწერას აპირებენ ამ ყველაფრით,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღესვე კომიტეტთან შექმნილი "წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ" და "საკუთრების უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტების შესახებ" სამუშაო ჯგუფები შემაჯამებელ ანგარიშს წარმოადგენენ.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები