2016 წლის ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე საპარალამენტო კომიტეტები მუშაობას ასრულებენ.
ბიუჯეტის პროექტზე დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში იმსჯელებენ, რის შემდეგაც დოკუმენტი მთავრობას შენიშვნებით დაუბრუნდება.
დღესვე კომიტეტზე დეპუტატები ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან მიმართებაში აუდიტის დასკვნას მოისმენენ. დაახლოებით 10 მილიარდიანი ბიუჯეტი დეკემბრის ბოლომდე უკვე დამტკიცებული უნდა იყოს.