საპროკურორო საბჭო ახალ წევრებს ირჩევს - არჩევნები დილიდან მიმდინარეობს. მოქმედი გამომძიებლები და პროკურორები საბჭოს 8 პროკურორ წევრს ირჩევენ.
არჩვენებში მონაწილებას იღებს საქართველოში მოქმედი 400-ზე მეტი პროკურორი და გამომძიებელი. ხმის მიცემის უფლებით მთავარი პროკურორიც სარგებლობს.
არჩევნები საჭიროა იმისთვის, რომ დაკომპლექტდეს საბჭოს შემადგენლობა.
ამ წუთებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარებს და რამდენიმე საათში, რამდენიმე წევრის ვინაობა ცნობილი გახდება.
„მიხარია, როგორც პროკურორს, მიწევს ღირსეულ კანდიდატებს შორის არჩევანის გაკეთება. მნიშვნელობა არ აქვს რა შედეგით დასრულდება დღევანდელi არჩევანი, ყველა კანდიდატი შეძლებს შეუძლებელს და პროკურატურას გახდის უფრო პროგრესულს და წარმატებულ ორგანის“, - განაცხადა პროკურორმა გიგა ძნელაძემ.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე