საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი მოინახულა, სადაც შოთა რუსთაველის ცნობილი ფრესკაა.
გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები ღვთისმშობლის მიძინების ტაძარშიც იმყოფებოდნენ. ამით სრულდება პრეზიდენტის ისრაელში ვიზიტის კულტურული პროგრამა.
დღეს ქვეყნის პირველი პირი დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება. ისრაელში მცხოვრებ ქართველებს საშუალება ექნებათ საქართველოს პრეზიდენტს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან. დღესვე დაგეგმილია პოლიტიკური მოლაპარაკებები ისრაელის პრემიერმინისტრთან, ასევე შეხვედრები ქნესეთში, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
შეხვედრების შედეგად, ქართული დელეგაციის წევრებს იმედი აქვთ, რომ ისრაელთან ურთიერთობა გააქტიურდება, როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკის სფეროებში.
პრეზიდენტის დელეგაციაში იმყოფებიან, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, საკუთარი პროგრამა აქვს პირველ ლედისაც. მაკა ჩიჩუა დღეს ბავშვთა რეაბილიტაციის რამდენიმე ცენტრს მოინახულებს.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი