თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში ისლამური სახელმწიფოს სასწავლო ცენტრი აღმოაჩინა, სადაც მოზარდებს ტერორისტებად ამზადებდნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სასწავლო ცენტრი ქალაქის აზიურ ნაწილში, ფენდიკის რაიონში მდებარეობდა.
მისი აღმოჩენა ანტიტერორისტულმა სამსახურმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად შეძლო. რეიდები 18 მისამართზე ჩატარდა.
შედეგად ძალოვანებმა უზბეკეთისა და ტაჯიკეთის 53 მოქალაქე დააკავეს, რომელთა შორის 24 მოზარდი იყო.
ისინი სასწავლო ცენტრში რადიკალურ ისლამს სწავლობდნენ და ისლამური სახელმწიფოს ბაზაზე წვრთნებს გადიოდნენ. გამოძიების ინფორმაციით, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ისინი სირიასა და ერაყში გაემგზავრებოდნენ.