ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) მიაჩნიათ, რომ რუსთავი 2-ის საქმეზე ურთმელიძეს აცილება უნდა გაეკეთებინა. ანა ნაცვლიშვილის თქმით, არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ მოსამართლე მიკერძოებულია და მასზე პროკურატურის მხრიდან ზეწოლა ხდება.
საია-ში კითხვები აქვთ ურთმელიძის დედასთან დაკავშირებითაც. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტება წამებისა და სექსუალური ძალადობის მასალის გავრცელებაზეც გააკეთეს.
ახალგაზრდა იურისტები ვარაუდობენ, რომ კადრები საჯაროდ მთავრობის ინტერესებიდან გამომდინარე გავრცელდა.