ვინ გხდა საპროკურორო საბჭოს წევრი - ეს დღეს გახდება ცნობილი. ამ წუთებში არჩევნების შედეგებს ითვლიან.
მოქმედი გამომძიებლები და პროკურორები 8 პროკურორ წევრს ფარული კენჭისყრით ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობა მთავარმა პროკურორმაც მიიღო.
ჯერჯერობით ხმის დათვლის პროცესი არ დასრულებულა, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი საპროკურორო საბჭოს 6 პროკურორის ვინაობა.
ხვალ დილიდან განახლდება საარჩევნო პროცესი და დანარჩენი ორის ვინაობა უკვე ხვალ გახდება ცნობილი.
დღის განმავლობაში საარჩევნო პროცესში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 400-მა მოქმედმა პროკურორმა და გამომძიებელმა.
“ხმის მიცემის პროცედურა უკვე დასრულდა, ამჟამად ადმინისტრაციული კომიტეტი აწარმოებს ხმის დათვლას, რათა გამოვლინდეს გამარჯვებული კანდიდატები. სავარაუდოდ 2-3 საათში მორჩება ხმების დათვლა და ამის შემდეგ გვეცოდინება ვაკანტურ ადგილებზე გამარჯვებული კანდიდატები ვინ იქნებიან,“ - განაცხადა პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე