ამ წუთებში ბათუმში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ხმაურია.
პარტიის რაიონულ ოფისთან თავისუფალი თაობის წარმომადგენლები არიან შეკრებილები.
აქციის მონაწილეები ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შენობასთან ბოთლებით მივიდნენ და აცხადებენ, რომ "ბოთლების პარტია აიკრძალოს".
თავისუფალი თაობის წარმომადგენლებმა პარტიის ოფისში ბოთლების შეტანაც სცადეს, რასაც ადგილზე მცირე ინციდენტი მოჰყვა.
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა აქტივისტებს ოფისში შესვლის საშუალება არ მისცეს.
ნაციონალური მოძრაობის ოფისთან იმყოფებიან სამართალდამცავებიც.