20 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
საქართველო რუსულ გაზს შეისყიდის

გაზპრომიდან ბუნებრივი აირის შესყიდვა საქართველოსთვის გარდაუვალი იქნება – ასე გამოეხმაურა დღეს ვიცე-პრემიერი, კახი კალაძე, რუსულ ენერგოგიგანტთან მიმდინარე მოლაპარაკებების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს.

ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი საქართველოს მოთხოვნილებას სრულად ვერ აკმაყოფილებს.

კალაძის დაგვიანებული განმარტებების მიუხედავად, ოპონენტებს კვლავ არაერთი კითხვა აქვთ დარჩენილი ხელისუფლებასთან.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ, თუ საქართველო გაზის მიწოდების სხვა გზას არ იპოვის, ქვეყანა კვლავ რუსეთზე დამოკიდებული გახდება.

კითხვები ენერგეტიკის მინისტრსა და გაზპრომის ხელმძღვანელს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საპარლამენტო ოპოზიციის სხვა წევრებსაც აქვთ.

ყოფილ თანაგუნდელებს დღეს თავისუფალმა-დემოკრატებმა ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება ურჩიეს. 

9 წლის შემდეგ ენერგოდამოკიდებულების საფრთხეზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც კახა კალაძე სექტემბრის ბოლოს გაზპრომის ხელმძრვანელს შეხვდა. მხარეებს შორის მოლაპარაკებების შესახებ ცნობილი გაზპრომის ოფიციალური საიტიდან გახდა. მოგვიანებით შეხვედრის ფაქტი ენერგეტიკის სამინისტრომაც დაადასტურა. 

 

ავტორი: ნინო სამყურაშვილი

დღის ამბები