20 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
მეგონა, რომ მოსამართლე მზად იყო, საქმეზე გადაწყვეტილება გუშინვე გამოეცხადებინა, მაგრამ ვერ მოასწრო - ნათია ტრაპაიძე

კურიერის ჟურნალისტი, ნათია ტრაპაიძე, ამბობს, რომ მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ მოსამართლე ურთმელიძეს რუსთავი2-ის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა და უბრალოდ მისი გამოცხადება ვერ მოასწრო.

"ბევრ პროცესზე ვარ ნამყოფი. გუშინდელ პროცესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გამიჩნდა. ვერ ვენდობოდი მოსამართლეს. მე არ ვარ იურისტი, ჟურნალისტი ვარ და მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მას გადაწყვეტილება მიღებული აქვს. 

"მან იცოდა, რა შუამდგომლობები იქნებოდა დაყენებული. შესაბამისად, მას ჰქონდა გადაწყვეტილება. მან იფიქრა თუ სხვამ მის ნაცვლად, ეს არ ვიცი. მაგრამ მეგონა, რომ გუშინაც მზად იყო, ამ საქმეზე გამოეცხადებინა გადაწყვეტილება და ვერ მოასწრო იმიტომ, რომ შუამდგომლობები გაიწელა და ერთი მოწმეც ჰყავდა დასაკითხი," - განაცხადა ნათია ტრაპაიძემ. 

 

 

 

 

დღის ამბები