სხვა შუადღე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დასაცავად მოსახლეობას ერთიანობისკენ მოუწოდებს.
ტელეწამყვანი ნინო ხოშტარია კი, რომელის არხზე დაარსების დღიდან მუშაობს, ქიბარ ხალვაშსს მიმართავს, "იქნებ დაგვანებოთ თავი".
"21 წელია, არსებობს რუსთავი2 და 21 წელია, ვმუშაობ. ბოლო დღეებია, წარმოვიდგენ, რომ ურთმელიძე გამოიტანს განაჩენს. იმას, რასაც ველოდებით. ვერ წარმომიდგენია, რომ დადგება ის დღე, რომ რუსთავი2-ში აღარ ვიმუშავებ იმიტომ, რომ ის აღარ იქნება რუსთავი2 და ის იქნება "რუსთავი 2030".
"რუსთავი2 დეზინფორმატორშიც" მიმუშავია და გამარჯვებული ხალხის ტელევიზიაშიც. დღეს გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ სხვა კონტექსტი მიიღო. დღეს 21 წლის მანძილზე რუსთავი2 არის ხალხის ხმის გამჟღერებელი. ისმის ყველანაირი ხალხის ხმა, მათი, ვინც მთავრობაზე არიან გაბრაზებულები და მათიც, ვინც კმაყოფილები არიან. დღეს რუსთავი2 არის საუკეთესო საინფორმაციო გამოშვების, საუკეთესო სახალხო მეგაპროექტების. აი, ბატონო ქიბარ, თქვენ, რუსთავი2-ის ლოგო. მე, როგორც ჯეობარის წამყვანი, გაღიარებთ თქვენ შვედური პროექტ ჯეობარის ავტორად და ფრანგული პროექტ ფორტ ბოიარდის ავტორად და იქნებ დაგვანებოთ თავი,"- აცხადებს ნინო ხოშტარია.