"ვამბობთ სანამ გვაცლიან, როცა აღარ დაგვაცლიან, ვიტყვით რაღაც სხვა ფორმატით, მაგრამ აუცილებლად ვიტყვით," - საკუთარი აზრი პოსტს სკრიპტუმის ჟურნალისტმა, თენგო გოგოტიშვილმა, თოქშოუ არჩევანში საუბრის დროს დააფიქსირა.
გოგოტიშვილი ამბობს, რომ რუსთავი2-ში მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც იციან, რა სჭირდება რუსთავი2-ს.
"მე არ ვარ ფატალისტი. არ მინდა, დავიჯერო, რომ მოხდება უარესი და ვხედავ, რომ ამის შანსი და სურვილი არსებობს. რატომ არსებობს ეს სურვილი, ყველამ ვიცით. ირაკლი ალასანიამ თქვა, რომ რუსთავი2 დამოუკიდებელია. თუმცა, არაა მიუკერძოებელი. დიახ, მე არ ვარ მიუკერძოებული. ჩვენ მიკერძოებულები ვართ. რუსთავი2-ში მუშაობენ ადამიანები, ვინც იციან, რა სჭირდება რუსთავი2-ს. ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე ჩვენ ყველაფერს ვამბობთ. სანამ გვაცლიან, ვამბობთ. როცა აღარ დაგვაცლიან, ვიტყვით რაღაც სხვა ფორმატით, მაგრამ აუცილებლად ვიტყვით," - განაცხადა თენგო გოგოტიშვილმა.