20 ნოემბერი 2024,   14:47
ვრცლად
მესამე სექტორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება

მესამე სექტორი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებს აკვირდება და აშშ ყოველთვის მედიის თავისუფლების სადარაჯოზე დადგება.  

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის აზრით, მედიის წინააღმდეგ ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება უარყოფითად აისახება საქართველოს დემოკრატიულ ღირებულებებზე.

„ჩვენი პარტნიორები, რომლებიც გვეხმარებიან წლების განმავლობაში, სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში გაძლიერდეს დემოკრატიული პროცესები, ისეთი საბაზრო პრინციპის შელახვას, როგორიც არის კრიტიკული მედიის ჩახშობა, დიდი შეშფოთებით ხვდებიან. ეს არის ერთგვარი გაფრთხილება იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში არ მოხდეს ის, რასაც გეგმავს ხელისუფლება,“  - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის  ანა ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოს ყველა უცხოელი პარტნიორი და საერთაშორისო ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს რუსთავი 2-ის ირგვლივ და ზოგადად მედია გარემოში.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები