20 ნოემბერი 2024,   14:34
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი "აქსის თაუერსის" პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია აქსისის და საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტის, აქსის თაუერსის პრეზენტაციას დაესწრო.

ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს კომპლექსი ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და რამდენიმე ასეული ადამიანის დასაქმებას. ღარიბაშვილის თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 83 მილიონ დოლარს.

მრავალფუნქციური კომპლექსი ორი 41 სართულიანი ცათამბჯენისგან შედგება. ერთ შენობაში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, მეორეში კი ძირითადად საცხოვრებელი ბინები იქნება, ასევე გასართობი და კომერციული ფართები.

 

დღის ამბები