16 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
ეს ნიშნავს სიმართლისთვის თვალის გასწორებას, "სჯობს გვიან ვიდრე არასდროს" - გიორგი ვაშაძე ჰერჩინსკის პოზიციაზე

როგორია პაველ ჰერჩისკის დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის ქარტიის მიმართ? "კურიერმა" ევროკავშირის წარმომადგენლობას შეკითხვით მიმართა - უჭერს თუ არა მხარს ზურაბიშვილის დაწერილ დოკუმენტს, რომელიც ტექნიკური მთავრობის ფორმირებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითვალისწინებს?

მმართველი გუნდში ამბობენ, რომ დიპლომატი წინასაარჩევნო პროცესში უხეშად ერევა, მსგავსი ქმედებები კი საარჩევნო პროცესზე ნეგატიურად აისახება. ზურაბიშვილის ქარტიაში და ჰერჩინსკის დამოკიდებულებაში პრობლემას ვერ ხედავს ოპოზიციის ნაწილი.

"ეს ნიშნავს სიმართლისთვის თვალის გასწორებას. "სჯობს გვიან ვიდრე არასდროს". ყველამ დაინახოს, რომ "ქართულ ოცნებას" არანაირი კავშირი დასავლურ ცივილიზაციასთან აღარ აქვს და მასთან აბსოლუტურად ყველამ შეწყვიტა ურთიერთობა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, "გირჩი" კი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ელჩი, პრეზიდენტის დაწერილი დოკუმენტის შეფასებისას ცდება.

დღის ამბები