ისრაელში მყოფმა საქართველოს პირველმა ლედიმ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრები და მრავალპროფილური პედიატრიული კლინიკა მოინახულა.
მედპერსონალთან შეხვედრისას მაკა ჩიჩუამ ისრაელში აპრობირებული ბავშვთა რეაბილიტაციის მეთოდოლოგიის, ამ მიმართულებით არსებული პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების, ასევე წამყვანი სარეაბილიტაციო პროგრამების საქართველოში დანერგვის საკითხებზე ისაუბრა.