20 ნოემბერი 2024,   14:46
ვრცლად
დღეს საპროკურორო საბჭოს 8 კაციანი შემადგენლობის კიდევ ორი წევრი უნდა აირჩიონ

დღეს საპროკურორო საბჭოს 8 კაციანი შემადგენლობის კიდევ ორი წევრი უნდა აირჩიონ პროკურორთა კონფერენციაზე, რომელიც უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. არჩევანი ხუთ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს.

საბჭოს 6 წევრი პროკურორებმა უკვე აირჩიეს, კიდევ ორი წევრის არჩევის შემდეგ, საბჭოში საგამოძიებო უწყების კვოტა დაკომპლექტებული იქნება.

ამის შემდეგ, 15 კაციან საბჭოში დარჩენილ 7 კვოტას, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, პარლამენტი და სამოქალაქო სექტორი შეავსებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები