საგადასახდო სისტემაში არსებულ ვითარებაზე მსჯელობენ ამ წუთებში ფინანსთა მინისტრის მონაწილეობით, რეგიონულ შეხვედრაზე.
შეხვედრას 15 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორის, როგორც საგადასახადო, ისე ბიზნესწრეების წარმომადგენლები. მხარეები შეაჯამებენ ამ ქვეყნებში საგადასახადო კუთხით არსებულ ვითარებას და გაუზიარებენ გამოცდილებას. ასევე იმსჯელებენ ხარვეზების გამოსწორებაზე.
„დღეს ვისაუბრებთ ჩვენს კოლეგებთან ერთად, ჩვენი მეზობელი და მეგობარი სახელმწიფოებიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, იმ საკითხებზე, რომლებიც საგადასახო პოლიტიკას, გადასახადებისგან თავის არიდებას, ჩრდილოვანი ეკონომიკის პრევენციას შეეხება,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.