20 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
საპროკურორო საბჭოს ყველა წევრის ვინაობა ცნობილია

უკვე ცნობილია იმ ადამიანების საბოლოო სია, ვინც მთავარი პროკურორის კანდიდატურას ხმა საგამოძიებო ორგანოს სახელით უნდა მისცეს.

"სულ კენჭისყრაში მონაწილება მიიღო 428 გამომძიებელმა და პროკურორმა. ახლა გაგაცნობთ კენჭისყრის შეგდებ ს კოტების მიხედვით. ნომერი მე-4 კვოტაზე წარდგნეილ კანდიდატთაგან ბატონ შოთა კავჭატირაძემ მიიღო 71 ხმა, ხოლო ანზორ რუსტიაძემ 355 ხმა. შესაბამისად მეოთხე კვოტაზე გამარჯვებულია ანზორ რუსტიაძე. ნომერ მერვე კვოტაზე წარდგენილნი იყვნენ ქეთევან თალაკვაძე, გრიგოლ კეზევაძე და მამუკა ფიფია. ქეთევან თალაკვაძემ მიიღო 43 ხმა, გრიგოლ კეზევაძემ 58 ხმა და მამუკა ფიფიამ 324 ხმა, შესაბამისად გამარჯვებული კანდიდატია მამუკა ფიფია," - განაცხადა ნათია მეზვრიშვლმა ბრიფინგზე.

საპროკურორო საბჭო დაკომპლექტებულია და 8 წევრი უკვე არჩეულია.

საპორკურორო საბჭოს წევრების ვინაობაა აღნიშნული კანდიდატები არიან გიგა ძნელაძე, ნათია სონღულაშვილი, გოჩა ფარულავა, კონსტანტინე სირაძე, ანა კალანდაძე, გიორგი გაბოძე, ანზორ რუსტიაძე და მამუკა ფიფია. 

შეგახსენებთ, რომ ფარულ კენჭისყრაში სულ 428 პროკურორი და გამომძიებელი მონაწილეობდა და მათი ხმების დათვლის შემდეგ გახდა ცნობილი ვინ შეავსო პროკურორების მანდატი საპროკურორო საბჭოში.

ამავე თემაზე
დღის ამბები