20 ნოემბერი 2024,   14:41
ვრცლად
ხმაური უნივერსიტეტში-ლადო პაპავას გადადგომისთვის ვადა 22:00 საათამდე მისცეს

ამ წუთებში ხმაურია თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტები რექტორის კაბინეტში საყვირებითა და წითელი ბარათებით შეიჭრნენ და მისი გადადგომა მოითხოვეს. ლადო პაპავას ვადა დღეს, 22:00 საათამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალგაზრდები შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.  

სტუდენტები აცხადებენ, რომ ლადო პაპავა არ ზრუნავს მათი პრობლემების მოგვარებაზე. საუბარია უნივერსიტეტის კორპუსებში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, ბიუროკრატიასა და ტენდერებზე, რომლებიც სტუდენტების თქმით არაობიექტურად ტარდება. 

თავად პაპავა აცხადებს, რომ მზად არის სტუდენტებთან დიალოგისთვის. 

დღის ამბები