20 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
ქიბარ ხალვაში 2010 წელს ტელეკომპანია "მაესტროს" მფლობელიც იყო - სკანდალური დოკუმენტი

რადმენიმე წუთის წინ რუსთავი 2-ს სკანდალური დოკუმენტი მიაწოდეს. არსებული დოკუმენტებით დგინდება, რომ მას შემდეგ რაც ქიბარ ხალვაშმა რუსთავი2-ის წილები გაასხვისა მან ტელეკომპანია "მაესტროს" წილები იყიდა. 

ხალვაშმა 200 ათას დოლარად პარიზში ეროსი კიწმარიშვილისგან 2010 წლის 30 მარტს რუსთავის მედიის მმართველი კომპანიის 50% შეიძინა. 

ამის შემდეგ არც ეროსი კიწმარიშვილს და არც ქიბარ ხალვაშს წილების გასხვისების უფლება არ ჰქონდა. წილების შესყიდვის დროს ქიბარ ხალვაშმა აიღო ვალდებულება ტელეკომპანიაში ინვესტიციების განხორციელების შესახებ. 

ეს ტელეკომპანია მაესტროსთვის ის პერიოდია, როდესაც ტელეკომპანიას დიდი პრობლემები შეექმნა. მაესტროს შეეზღუდა მაუწყებლობა და ტელევიზია რადიო მაესტროდან გადიოდა ეთერში, შემდეგ კი ფინანსური პრობლემები დაიძლია. 

რუსთავი 2-ის ჟურნალისტები დოკუმენტაციებს სწავლობენ და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით. 

 

 

 

 

დღის ამბები