საქალაქო სასამართლოს მიერ რამდენიმეწლიან ჩანაწერებში ფიგურირებს ის საქმეები, რომლებიც კერძო ბანკების დავებთანაა დაკავშირებული და მათ ის პირი იხილავს, რომელიც ამ ბანკების მსხვილი კრედიტორია.
ასეთი საქმეების მოსამართლე თამაზ ურთმელიძეა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად კი მოსამართლე, რომელიც არის მხარე განსახილველ საქმეში, ან დაინტერესებულია სხვადსხვა ვალდებულებებით, მან საქმეს აცილება უნდა მისცეს.
თამაზ ურთმელიძის დეკლარაციების მიხედვით მას ბანკ რესპუბლიკაში და საქართველოს ბანკში რამდენიმე ათას დოლარიანი სესხები აქვს, თუმცა პარალელურად ის ამ ბანკების სასამართლო დავებს ხშირად განიხილავს.
სამართალმცოდნეები არ გამორიცხავენ, რომ თამაზ ურთმელიძის დისციპლინალური პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
ავტორი:ლაშა კვესელაძე