20 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
"რაც ნიკა გვარამიამ განაცხადა არის ძალიან შემაშფოთებელი,"- ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია მოსახლეობას მიმართავს და 7 ნოემბრის აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს. როგორც ტელეწამყვანი ყვება 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია იმედში მიმდინარე პროცესები მაშინ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა გააპროტესტეს და არხიდან წასვლასაც გეგმავდნენ.

"ან ვკითხულობდი, ან მესმოდა სად იყო რუსთავი 2 როცა 2007 წელს იმედში, როდესაც ჟურნალისტებს ძირს ყრიდნენ რუსთავი 2-ის მთელი კოლექტივი მიდიოდა რუსთავი 2-იდან, მათ შორის დიანა, ზალიკო გიორგი ლაფერაშვილი, ნინო შუბლაძე და ა.შ. ამ ადამიანებმა 7 ნოემბერს გამოთქვეს პროტესტი. ეს ადამიანები შევიდნენ ხელმძღვანელობასთან, რომ ან დატოვებდნენ არხს, ან ამ ყველაფერს ეთერში გაუშვებდნენ. ამიტომ მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ეს ჩემი საყვარელი კოლეგები აპროტესტებდნენ 7 ნოემბერს ეს უნდა მეთქვა აუცილებლად. მე ემერჯენსშიც მოვხვდი და ძალიან ცუდად ვიყავით. იმ დროს, როდესაც იმედში სპეცრაზმი შედიოდა რუსთავი 2-ის თანამშრომლები სამსახურიდან აპირებდნენ წასვლას თუ ამას პირდაპირ ეთერში არ გადასცემდენენ,"- აცხადებს ინგა გრიგოლია. 

ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ ნიკა გვარამიას სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით შანტაჟი შემაშფოთებელია. 

"რაც ნიკა გვარამიამ განაცხადა არის ძალიან შემაშფოთებელი. პირადი ცხოვრების კადრებით მუქარა ძალიან ცუდია. არ დაიღალეთ. მე ძალიან დავიღალე, მართლა ძალიან დავიღალე,"- აცხადებს გრიგოლია. 

ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტებს შორის მიმდინარე დაპირისპირებაზეც ისაუბრა. 

"კიდევ ერთი რამ ხდება ჩვენს გარშემო. სოციალურ ქსელში ვაწყდები, რომ დაიწყო ჟურნალისტების დაპირისპირებას. ჩემიანები და იმათიანები არ არსებობს, არსებობენ ჟურნალისტები. მხოლოდ ბევრი წლის წინ მაქვს ნანახი ტელევიზიის კიბესთან მიმდინარე პროცესები. ჟურნალისტებს შორის დაპირისპირება ძალიან ცუდია. ეს კითხვები არ გაჩნდებოდა რომ წინ ამბები არ ყოფილიყო. იმედში 2 პოლიტიკური თოქ-შოუ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ერთი დაიხურა, შემდეგ რუსთავი 2-ის ამბები ეს ძალიან ცუდია,"- აცხადებს გრიგოლია. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები