27 ოქტომბერი 2024,   19:25
ვრცლად
დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა და ეს არჩევნები ამისთვის ქმნის ძალიან კარგ საფუძველს - ირაკლი კობახიძე პარტნიორებთან ურთიერთობებზე

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, ამისათვის, ჩვენ ვიყავით და ვართ აბსოლუტურად ღია, დანარჩენი არის კონსულტაციების საქმე, დანარჩენი არის ინტერესების საქმე", - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

როგორც პრემიერი ამბობს, უახლოეს მომავალში დასავლეთთან, საერთაშორისო პარტნიორებთან უახლოეს მომავალში დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა და ეს არჩევნები ამისთვის ქმნის ძალიან კარგ საფუძველს.

"მე ასე მგონია, ტესტი, თავისთავად არის ჩაბარებული. რაც შეეხება ურთიერთობებს, მე დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება უახლოეს მომავალში ურთიერთობების გადატვირთვა და ეს არჩევნები ამისთვის ქმნის ძალიან კარგ საფუძველს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, ამისათვის, ჩვენ ვიყავით და ვართ აბსოლუტურად ღია, დანარჩენი არის კონსულტაციების საქმე, დანარჩენი არის ინტერესების საქმე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ეს წაადგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მათ შორის კონკრეტულად ევროინტეგრაციის გზაზე", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები