27 ოქტომბერი 2024,   19:16
ვრცლად
"ნოემბრის შუა რიცხვებში იქნება ცესკოს კომისიის შემაჯამებელი ოქმი და ამის შემდგომ კონსტიტუციის დადგენილია 10 დღიანი ვადაა, რომლის განმავლობაში პარლამენტი შეიკრიბება" - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მაშ შემდეგ, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს შემაჯამებელ ოქმს, 10 დღის ვადაში, პარლამენტი თავის შემადგენლობით შეიკრიბება.

"ახლა მიდის პროცედურები საარჩევნო კომისიაში, დასრულდება დათვლა, ასევე სხვა პროცესები სარჩელებთან დაკავშირებით. ნოემბრის შუა რიცხვებში იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი და ამის შემდგომ კონსტიტუციის დადგენილია 10 დღიანი ვადაა, რომლის განმავლობაში პარლამენტი შეიკრიბება თავის შემადგენლობით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები