თელასის ინფორმაციით, დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო თბილისში ელექტრომომარაგება დღეს დროებით თბილისის რვა რაიონის 50 ქუჩაზე შეიზღუდება. ეს განცხადება კომპანიამ გვიან ღამით გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 10 საათზეა დაგეგმილი და გამოცხადებულ შეზღუდვებას ემთხვევა. თუმცა, კომპანიაში განმარტეს, რომ დაგეგმილ სამუშაოებს ამ ფაქტთან არანაირი კავშირი არ აქვს და რომ ეს უბრალოდ დამთხვევაა.