რუსთავი 2-ის შენობასთან არხის მხარდამჭერები იკრიბებიან. ისინი გარეთ დამონტაჟებული ეკრანის მეშვეობით ადევნებენ თვალყურს საქალაქო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებს.
ამ წუთებში სასამართლოში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ პროცესი მიმდინარეობს.
მოქალაქეები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას და სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმდინარე მოვლენებს გმობენ.