ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ხელისუფლების მიერ დაქირავებული პირები პროვოკაციების მოწყობას გეგმავენ. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ნიკა გვარამიამ განაცხადა. აქედან გამომდინარე რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება და არხის მხარდამჭერები სამაუწყებლო კომპანიის ეზოში შემოეყვანა.
"გვაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლების დაქირავებული პირები, ვითომ არასამთავრობოები, გეგმავენ პროვოკაციას. ამას შემოყვება ძალოვანი სტრუქტურები. ამიტომ თავიდან ვირიდებთ პროვოკაციას," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.