"დღეს მივალ პროკურატურაში და მოურიდებლად დავასახელებ იმ პირს, ვისი სახელითაც მუქარა შემომითვალეს," - ეს განცხადება რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. გვარამია ამბობს, რომ ითანამშრომლებს გამოძიებასთან.
ამასთან ერთად ნიკა გვარამიამ მიმდინარე სასამართლო პროცეზეც ისაუბრა.
"ეს სასამართლო არის რუსთავი 2-ის დასასჯელად შექმნილი ტრიბუნალი. ყველა ტრიბუნალი მთავრდება იმით, რომ მისი მომწყობები ისჯებიან საბოლოოდ. ასე მოხდება ჩვენ შემთხვევაშიც. ტრიბუნალების მომწყობები დაისჯებიან სამართლიანი სასამართლოს მიერ.დღეს მე მივალ პროკურატურაში და მოურიდებლად დავასახელებ იმ პირს, ვისი სახელითაც მე შემომითვალეს მუქარა," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.