რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობოებთან და დიპლომატებთან კონსულტაციები დაიწყო.
გიორგი მარგველაშვილს არასარპარლამენტო ოპოზიცია ხვდება. მანამდე კი პრეზიდენტის ადმინისტრაციას თავისუფალი დემოკრატები იმყოფებოდნენ.
„ქვეყანაში არის უმძიმესი ვითარება, რომლის პირობებში ერთი პოლიტიკური ძალა ქართული ოცნება და მეორე პოლიტიკური ძალა ნაციონალური მოძრაობა დაპირისპირების გაღვივებას და პროცესების ქუჩაში გატანას ცდილობს, რაც მიუღებელია სახელმწიფოსთვის. უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას. მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია, მიუხედავად რამდენად მიკერძოებულია რუსთავი 2, დღეს ის დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან, არ შეიძლება ასეთი იერიშის მიტანა თუ ეს ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს,“-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
გიორგი მარგველაშვილი ამის შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდება.
პრეზიდენტთან შეხვედრას ახალი პოლიტიკური ცენტრის დამფუძნებელიც ელოდება. ზურაბ ჯაფარიძე ვითარებას რთულად აფასებს.