უცნობი პირები ხვალ თბილისში დაგეგმილი რუსთვი 2-ის კონცერტის ჩაშლას ცდილობენ. დღეს დილით მომღერალ ინდირა ჯგერენაიას დაფარული ნომრით უცნობმა პირმა დაურეკა და ურჩია არ გამოვიდეს ხვალ კონცერტზე.
ეს ზარი მას შემდეგ განხორციელდა, რაც მომღერალმა სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორისადმი პატივისცემა გამოთქვა.