07 ნოემბერი 2024,   20:39
ვრცლად
"ანაწილებდნენ ხმას სხვადასხვა პარტიაზე და ეს იყო კოორდინირებული ქცევა იმისთვის, რომ ბარიერი გადაელახა რამდენიმე პარტიას" - მმართველ გუნდში ოპოზიციის მორიგ სქემაზე საუბრობენ

მმართველ გუნდში ოპოზიციის მორიგ სქემაზე საუბრობენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ არჩევნების დღეს გაიცა დავალება, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობის" აქტივი გახარიას და "ლელოს" ბარიერის გადალახვაში დაეხმარა.

მათივე თქმით, არც ერთი გამოკითხვით, "ლელოს" და გახარიას მაღალი რეიტინგი არ ჰქონიათ.

"ჩვენც ვაკვირდებოდით და არამხოლოდ ვაკვირდებოდით, საჯაროდაც ითქვა რამდენიმე აქტივისტის მხრიდან, რომ იყო კოორდინირებული ხმის მიცემა, როდესაც რამდენიმე ადამიანი, ვთქვათ, ოჯახში რომ იყო, ანაწილებდნენ ხმას სხვადასხვა პარტიაზე და ეს იყო კოორდინირებული ქცევა იმისთვის, რომ სხვადასხვა პარტიებზე გადაენაწილებინათ ხმები და ასე გადაელახა ბარიერი რამდენიმე პარტიას. მათი ამოცანა იყო, რომ "ქართულ ოცნებას" არ მიეღო საპარლამენტო უმრავლესობა. ამიტომ, ამ არჩევნებზე, ყველა ეს პარტია საბოლოოდ, ოფიციალურად და საჯაროდ გაფორმდა, როგორც "ნაციონალური მოძრაობა", ამას ესენი ვეღარ გაექცევიან. მათ შორის, ბარიერგადალახულმა 4-მა პარტიამ, ამ არჩევნების შემდეგ, თავად გაიფორმეს თავი, როგორც "ნაცმოძრაობამ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები