07 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
"გვჯერა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ ვიდრე ცალ-ცალკე, დღეს განვიხილავთ იმას, თუ რაში ვხედავთ გამოწვევებს, ვიდრე გამოსავლის ძიებას დავიწყებთ" - ვიქტორ ორბანი

"გვჯერა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ ცალკე. დღეს განვიხილავთ იმას, თუ რაში ვხედავთ გამოწვევებს, ვიდრე გამოსავლის ძიებას დავიწყებთ. გვჭირდება გადაწყვეტილებები სხვადასხვა მიმართულებებით. ასევე, უნდა განვსაზღვროთ სფეროები, რომლებშიც ერთად დავდგებით," - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ორბანმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპა რთულ ვითარებაში იმყოფება და არსებულ პრობლემებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.

"ჩვენთვის დიდი პატივია რომ უნგრეთს შეუძლია გააგრძელოს ემანუელ მაკრონის გაკვლეული გზით სიარული და შეგვიძლია ვუმასპინძლოთ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს უნგრეთში. ეს ღონისძიება უპრეცედენტო დიპლომატიური მოვლენაა, 42 ქვეყნის და მთავრობის ხელმძღვანელი აქ ევროპული ინსტიტუციების ხელმძღვანელებთან ერთად იმყოფებიან.

სიტუაცია, რომელშიც ევროპა ახლა იმყოფება, ძალიან რთული და საშიშია. 3 წელია რუსეთის მიერ მიმდინარეობს აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ახლო აღმოსავლეთში ტერორიზმის შემთხვევებია, ესკალაციაა, რომელიც დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

არალეგალური მიგრაცია ევროპისთვის დიდი გამოწვევაა. გლობალური ეკონომიკა ცივი ომის შემდეგ ისევ დაყოფილი აღმოჩნდა და მის წინ ძალიან სახიფათო ტენდენციებია. გვჯერა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე. დღეს განვიხილავთ იმას, თუ რაში ვხედავთ გამოწვევებს, ვიდრე გამოსავლის ძიებას დავიწყებთ. გვჭირდება გადაწყვეტილებები სხვად სხვა მიმართულებებით. ასევე, უნდა განვსაზღვროთ სფეროები, რომლებშიც ერთად დავდგებით. დღეს განსახილველ საკითხებს შორისაა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები, განვიხილავთ თუ როგორ მივაღწიოთ ევროპაში მშვიდობას ისევ, როგორ შეუძლია ევროპას მშვიდობის დამყარების პროცესში დიდი ფუნქცია შეასრულოს," - განაცხადა ორბანმა.

დღის ამბები