07 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
"ფაქტია, რომ ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი მაქსიმუმი" - თეონა აქუბარდია მმართველი გუნდის ბრალდებას პასუხობს

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია მმართველი გუნდის ბრალდებას პასუხობს იმის შესახებ, რომ კოორდინირებულად ხდებოდა ხმების გადანაწილება, რათა მეტ პარტიას გადაელახა საარჩევნო ბარიერი.

თეონა აქუბარდია მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხმები არა მისმა პარტიამ, არამედ "ქართულმა ოცნებამ" წაიღო სხვადასხვა მანიპულაციების და დარღვევების შედეგად.

"ფაქტი არის შემდეგი - ერთი ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ აიღო ის ხმები, რაც მას ჰქონდა წარსულში. ასევე არის ის, რომ თავად "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავდა წარმომადგენლები როგორც ცესკოში, ასევე საოლქო კომისიებში და არა ჩვენ. ასევე, ფაქტია, რომ ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი მაქსიმუმი. რეალურად, გარდა სისტემური გაყალბებისა, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" ხმებიც წაიღო "ოცნებამ" იმ მანიპულაციებით და იმ დარღვევებით, რომელიც სახეზეა," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

დღის ამბები