პირობა საქართველოს - საფრანგეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონების გაუქმებას ითხოვენ.
ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში კი, სამივე ლიდერი ამბობს, რომ პირადად იქნებიან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მხარდამჭერები.
მაკრონი, შოლცი და ტუსკი ერთობლივ განცხადებაში მოუწოდებენ საქართველოს, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიონ საარჩევნო დარღვევები.
მათ საპასუხოდ, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ წარმოუდგენელია ქართველებისთვის ევროპული ღირებულება იყოს სხვა ქვეყანაში დაფარულად თანხების ხარჯვა:
"ჩვენ გარშემო გვივლიან არაპირდაპირი, შემოვლითი არგუმენტებით. წარმოუდგენელია ქართველებისთვის, რომ ევროპული ღირებულება იყოს სხვა ქვეყანაში დაფარულად თანხების ხარჯვა იმისათვის, რომ ზეგავლენა მოახდინონ სხვა ქვეყნის პოლიტიკაზე. გაუგებარია ქართველი ხალხისთვის, რომ ევროპული ღირებულება შეიძლება იყოს ბაღებში და სკოლებში ლგბტ პროპაგანდა. გვითხრან მაშინ, რომ თურმე ეს არის ევროპული ღირებულება და ჩვენ ვცდებოდით. რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, ეს არის ერთ-ერთი ევროპული ღირებულებების შესაბამისად მიღებული კანონი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თანხები, რომელიც იხარჯება საჯარო წყაროებიდან და განსაკუთრებით, თანხები, რომელიც იხარჯება უცხოეთიდან სხვა ქვეყანაში უნდა იყოს გამჭვირვალე. გამოვიდნე და ვინმემ თქვას, რომ სხვა ქვეყანაში ფულის ხარჯვის გაუმჭვირვალობა არის ევროპული ღირებულება. თუ რა მავნე ზეგავლენა აქვს ამ ფარულს ფულს საქართველოში ყველა ხედავს, როდესაც შემდეგ აღმოვაჩენთ ხოლმე რომ რადიკალი პოლიტიკური პარტიები ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან,"- აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი