20 ნოემბერი 2024,   13:23
ვრცლად
ურთმელიძემ გვარამიას სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა

8 საათიანი სხდომის შემდეგ დღეს მოსამართლე ურთმელიძემ საქმეზე ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ  მომდევნო განხილვა ორშაბათს დილის 10:00 საათზე ჩანიშნა.

დღევანდელ პროცესზე კი წარმოდგენილი იყო 7 შუამდგომლობა, მათგან მოსამართლემ მხოლოდ 1 დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც საქმიდან, ხალვაშის ადვოკატების მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილი საგაზეთო ინტერვიუები ამოიღო.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი სასამართლო განხილვებს ვეღარ დაესწრება. გადაწყვეტილება მოსამართლე ურთმელიძემ მიიღო და მხოლოდ მაშინ განაცხადა როცა ნიკა გვარამია სხდომაზე დასასწრებად მივიდა. 

ყარამანშვილებისა და რუსთავი 2-ის ადვოკატებმა მოსამართლე ურთმელუიძეს დღეს ზიანის უზრუნველყოფის შუამდგომლობითაც მიმართეს. მათი ინფორმაციით ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე რუსთავი 2-სა და TV საქართველოს დაყადაღებით მხარემ სერიოზული ფინანსური ზიანი მიიღო. უკვე დაანგარიშებულია, რომ 2 თვიანი ყადაღის პირობებში მიღებული ზიანი რადენიმე ასეულ ათას დოლარს აღწევს. მხარემ მოსამართლეს სთხოვა, რომ მან დაავალდებულოს მოსარჩელე ხალვაში აღნიშნული თანხა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე შეიტანოს, რათა დავის მათ სასარგებლოდ გადწყვეტის შემთხვევაში ხალვაშს მისი ანაზღაურება მოსთხოვოს.

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

 

 

დღის ამბები