"არ გვინდა ვნახოთ მედიასივრცის შეზღუდვა,"- ეს განცხადება ამერიკის ელჩმა იან კელიმ რუსთავი 2-ის თემაზე საუბრისას გააკეთა.
იან კელიმ განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება მშვიდობა და მოიწონა დღევანდელი პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები.
"რუსთავი 2-თან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გავაკეთე. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს მედიაპლურალიზმის პრინციპს, ყველა ხმის წვდომას ეთერთან. არ გვინდა ვნახოთ მედიასივრცის შეზღუდვა. გვინდა ვნახოთ, რომ თქვენმა
ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს. ის აღიარებულია, როგორც მოდელი მედიათავისუფლების და დემოკრატიული პლურალიზმის კუთხით. აქ არის სიმბოლოც ამერიკული ხომალდი ის აჩვენებს, რომ ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან იყოს წარმატებული და ამის
ნაწილია ჭეშმარიტი პოლიტიკური პლურალიზმი. მე კომენტარს ვერ გავაკეთებ რადგან არ ვარ ქართველი პოლიტიკოსი. მე მოვისმინე განცხადებები ნამდვილად მოვისმინე კარგი განცხადებები პრეზიდენტისგან და პარლამენტის თავმჯდომარისგან მოწოდებები დიალოგისკენ და სიმშვიდისკენ. ვფიქრობ ჩვენ მეგობრებს საქართველოში დიალოგი სჭირდებათ,"- განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა იან კელიმ.