14 ნოემბერი 2024,   23:57
ვრცლად
"ჩვენ სხვანაირი ევროპა ვიცით, ქრისტიანულ ღირებულებებზე, ადამიანების უფლებებზე ორიენტირებული, არ შეიძლება ასე დაუსაბუთებლად თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყანას თითი უქნიო" - არჩილ გორდულაძე

ევროპარლამენტში გამართული დებატების შემდეგ, ისევ აქტუალურია სადაო კანონების გაუქმების საკითხი.

"ქართული ოცნებისთვის" გაუგებარია, რატომ შეიძლება განიხილებოდეს ქვეყნისთვის ბარიერად კანონი სახელწოდებით - "ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ".

"ამას რომ გვეუბნებიან ქართველ ხალხს, ზუსტად იმ შედეგს იღებენ, რომელიც ძალიან სამწუხარო შეიძლება იყოს ნებისმიერი ჩვენგანისათვის. არ შეიძლება ასე ორმაგად, სამმაგად და ათმაგად განსხვავებული პოზიცია გქონდეს სხვადასხვა ქვეყნის მიმართ და ასე დაუსაბუთებლად, თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას თითი უქნიო, იმიტომ, რომ რაღაც კანონები შენ არ მოგწონს და რადგანაც შენ არ მოგწონს, გაუქმებული უნდა იყოსო.

ერთი მაგალითი მაინც თქვას ვინმემ, თუ რატომ არის გაუმჭვირვალობა და ლგბტ პროპაგანდა სკოლებსა და ბაღებში აუცილებელი ევროკავშირისთვის. ჩვენ სხვანაირი ევროპა ვიცით, ქრისტიანულ ღირებულებებზე, თანასწორობაზე, ადამიანების უფლებებზე ორიენტირებული და მათი უფლებების დასაცავად ორიენტირებული ევროპა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე.

დღის ამბები