2013 წლის 17 მაისის გახმაურებულ საქმეზე მოსამართლემ 4-ვე ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო. 17 მაისის აქციაში მონაწილეების თქმით, განაჩენის გამოცხადების შემდეგ ისინი თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ.
"ადამიანები, რომლებმაც ფიზიკური, ფსიქოლოგიური დევნა და ზეწოლა განვიცადეთ, ჰაერში აღმოვჩნდით," - განაცხადა ქალთა ინიციატივების ჯგუფის წევრმა, მაგდა კალანდაძემ.
მათი შეფასებით, დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის ობიექტური.
"ლგბტ თემის წარმომადგენლებს შიშს უმძლავრებს, ეშინოდეთ, რადგან იციან, რომ თუ ხმამაღლა იტყვიან, რომ მე ვარ გეი, ლესბოსელი, მათ ჩაქოლავენ და ამისთვის პასუხს არავინ აგებს. თუ ადამიანი იტყვის, რომ მე ვარ ტრანსგენდერი, მას მოკლავენ და ამისთვისაც პასუხს არავინ აგებს, საზოგადებამ და სასამართლომ იმ დიდ გამოწვევას ვერ გაუძლო, რომლის წინაშეც ის უკანასკნელ პერიოდში იდგა," - განაცხადა ქალთა ინიციატივების ჯგუფის წევრმა, ციალა რატიანმა.