26 ოქტომბრის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები შეაჯამა აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ. დოკუმენტს უსკოს თავმჯდომარემ ხელი უკვე მოაწერა.
შემაჯამებელი ოქმის თანახმად, აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატის მანდატი შემდეგნაირად განაწილდა - ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ ჯამში 8 მანდატი მიიღო, "ქართულ ოცნებას" აჭარის უმაღლეს საბჭოში 13 მანდატი აქვს.
შედეგების შეჯამება ოპოზიციის აქციის ფონზე მიმდინარეობდა.