კიდევ 3 ქართველი გაიტაცეს ოკუპანტებმა კასპის რაიონის სოფ საკორინთლოდან.
სავარაუდოდ კვლავ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.
ოჯახის წევრები ყვებიან, რომ აკაკი თვალიაშვილი და გიორგი და დიმიტრი ოღაძეები საქონელს სოფლის მიმდებარე მინდვრებში აძოვებდნენ და მათ ე.წ საზღვარი არ დაურღვევიათ.
შემთხვევა დღის 15:00 საათზე მოხდა, თუმცა ამ დრომდე ცხინვალიდან ოჯახს არავინ დაკავშირებია.