შეერთებული შტატების საგარეო უწყება რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყოველდღიურ ბრიფინგზე უკვე მესამედ გამოხმაურა. სახელმწფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამჯერად ტელეარხის შესაძლო დახურვის საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს იქნება მედიასივრცის შეზღუდვის წინაპირობა. რაც მარკ ტონერის თქმით, შეშფოთების საბაბია.
მედიის თავისუფლების თაობაზე საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი იან კელიც საუბრობს და ამბობს, რომ საეთერო სივრცესთან წვდომა ყველა შეხედულების მქონე ადამიანს უნდა ჰქონდეს.
ამერიკელი დიპლომატებიც და მაღალჩინოსნებიც დადებითად აფასებენ პრეზიდენტის გუშინდელ გამოსვლას, თუმცა კრიტიკა მოჰყვა პრემიერის განცხადებას, განსაკუთრებით არასამთავრობო წრეებში. ამერიკელი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მთვრობის ხელმძღვანელის მხრიდან ძალადობის წაქეზება დაუშვებელია.
რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ბოლო რამდენიმე დღეა საერთშორისო მედიის ყრადღების ცენტრშიც მოექცა.
ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.