გვიანობამდე გაგრძელდა რუსთავი 2-ის კონცერტი თავისუფლების მოედანზე. პროექტით რუსთავი 2 შენთვის სამაუწყებლო კომპანიამ დედაქალაქის ცენტრში ერთგულ მაყურებელს მასშტაბური კონცერტი შესთავაზა.
ამით რუსთავი 2-მა ქვეყნის მასშტაბით სამთვიანი ტურნე აასრულა. რუსთავი 2-ის კონცერტებმა საქართველოს მასშტაბით შვიდი ქალაქი მოიცვა, კულმინაცია კი თბილისი იყო. კომპანიამ მერვე კონცერტით დაასრულა რეგიონალური გასვლები.
პროექტში მონაწილებდნენ რუსთავი 2-ის ცნობილი მუსიკალური პროექტების ყველა დროის ვარსკვლავები.
დღევანდელ პროგრამას დაემატა კახაბერი და ხანუმები და მაია დარსმელიძე. საღამოში ასევეწ ჩართული იყო გიორგი უშიკიშვილი.