სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ბათუმის მერიასთან ღამე გაათენეს. ისინი თავშესაფარს და სოციალური დახმარების აღდგენას მოითხოვდნენ.
ბათუმის მერიასთან შეკრებილები ამბობენ, რომ მათ არ გააჩნიათ საცხოვრებელი სახლები და ღია ცის ქვეშ დარჩნენ, რადგან ქირის გადახდის საშუალება არა აქვთ.
სოციალურად დაუცველი ოჯახები ბათუმის მერისგან ყურადღებას და მათი პრობლემების გადაჭრას მოითხოვენ.